როგორ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ და კომფორტულად
1
4
5
6
7
8
9
3
2
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
პატივი ვცეთ ერთმანეთს
კომფორტული მგზავრობა
აკრძალული ნივთიერებები
დისკრიმინაცია
ერთი პიროვნება, ერთი ანგარიში
ბავშვთან ერთად მგზავრობა
ცხოველთან ერთად მგზავრობა
მგზავრობის შეფასება
ნებისმიერი მგზავრობის დროს, არ აქვს მნიშნელობა რომელ სავარძელზე სხედხართ, აუცილებლად გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედი.

მანქანის მართვისას არ ესაუბროთ მძღოლს, გონება რომ არ გაეფანტოს. სასურველია, დასხდეთ უკანა სავარძელზე, მძღოლის საპირისპიროდ, რათა მას თქვენთან საუბრისას არ დასჭირდეს შემობრუნება.
პატივი ეცით მძღოლს, გაუფრთხილდით მის მანქანას, პირად სივრცესა და კონფიდენციალობას.

მიესალმეთ მძღოლს და გადაუხადეთ მას მადლობა მგზავრობის შემდეგ ან ბარგის მოთავსებისთვის დახმარებაში. მცირე დეტალების წყალობით უფრო დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოერიდეთ მძღოლთან პირად საკითხებზე საუბარს, საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარებასა და ფიზიკურ კონტაქტს.
შეგიძლიათ სთხოვოთ მძღოლს მუსიკის გადართვა, ტემპერატურის შეცვლა ან ფანჯრის დახურვა. მთავარია, თქვენი თხოვნა მძღოლისთვისაც მისაღები იყოს.

არ მოწიოთ მანქანაში. ასევე მოერიდეთ საკვებისა და სასმელის მირთმევას, სალონი რომ არ დაისვაროს და არ გაჩნდეს უსიამოვნო სუნი. დაბინძურების შემთხვევაში, გაწმინდეთ სავარძელი ან დაფარეთ გასუფთავების საფასური.

და ბოლოს, მგზავრობისას მოერიდეთ ხმამაღალ სატელეფონო საუბრებს, განსაკუთრებით, პირად საკითხებზე.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას არ მიირთვათ და არ გადაიტანოთ ალკოჰოლი (ღია ჭურჭელში) ან არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერებები.
ჩვენ ვატარებთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მიმართ. გთხოვთ, მოეპყარით ერთმანეთს ღირსებითა და პატივისცემით.
არ გაუზიაროთ „ინდრაივის“ პირადი ანგარიში სხვას. თქვენი ანგარიშით სარგებლობისას პასუხს აგებთ მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე. გარდა ამისა, შეკვეთის შესასრულებლად მოსული მძღოლი უფრო მარტივად გიცნობთ.
„ინდრაივით“ სარგებლობისას ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ყოველთვის თან უნდა ახლდეთ უფროსი. თუ ბავშვთან ერთად აპირებთ მგზავრობას და გჭირდებათ ბავშვის სავარძელი, ამის შესახებ წინასწარ შეგვატყობინეთ.
თუ შინაური ცხოველის გადაყვანას გეგმავთ, ამის შესახებ მძღოლს წინასწარ აცნობეთ. ცხოველი წამოიყვანეთ სპეციალური გადამყვანით ან სავარძელზე დაუფინეთ გადასაფარებელი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
მოგეწონათ მგზავრობა? თუ ასეა, დაუწერეთ მძღოლს დადებითი ქულა. თქვენი შეფასება მოქმედებს მძღოლის რეიტინგზე და გვეხმარება ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებაში.

თუ მგზავრობასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ კითხვები ან მოხდა რაიმე გაუგებრობა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „ინდრაივის“ მხარდაჭერის გუნდს. მგზავრობისას უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, ეცადეთ არ გამოხატოთ კრიტიკა მძღოლის მიმართ.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს შემდეგ მისამართზე: support@indrive.com ან აპლიკაციის მეშვეობით: ჩამოსაშლელი მენიუ ➡ უსაფრთხოება ➡ მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება.
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ
Hello! This page contains information for your mobile application
მგზავრთა გადაყვანის ინტერნეტ აგრეგატორი „ინდრაივი“ არ გახლავთ ტაქსის სერვისი და არ არის ჩართული მომხმარებელთა შორის არსებულ ურთიერთობაში. მომხმარებლები დამოუკიდებლად ჰქმნიან, აგზავნიან და ასრულებენ თითოეულ მოთხოვნას.
© SUOL INNOVATIONS LTD, 2013-2023