შეგვატყობინეთ საწყისი მისამართი ან ზუსტი ადგილმდებარეობა. აგრეთვე, დაჯავშნისას გადაამოწმეთ დანიშნულების მისამართი.
თუ მგზავრობას 3-ზე მეტი პირი აპირებს, მოგვწერეთ ამის შესახებ კომენტარებში.
თუ თან გაქვთ დიდი ბარგი ან მოგყავთ შინაური ცხოველი, ამის შესახებ მძღოლს წინაწარ შეატყობინეთ.
გეგმები შეგეცვალათ? გააგებინეთ მძღოლს და გააუქმეთ მგზავრობა.
მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმეთ მანქანის ნომერი, მოდელი და მძღოლის ფოტო. გააუქმეთ მგზავრობა, თუ მითითებული ინფორმაცია არ ემთხვევა რეალურს.
არ დაგავიწყდეთ ღვედის გაკეთება.
თუ გსურთ დანიშნულების ადგილის შეცვლა ან გაჩერების დამატება, შეატყობინეთ ამის შესახებ მძღოლს. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ცვლილება შესაძლოა აისახოს ტარიფზე.
მოუფრთხილდით მძღოლის მანქანას: მგზავრობისას არ მოწიოთ, არ მიირთვათ საკვები და არ დალიოთ არაფერი, წყლის გარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დასაკავშირებლად, დააჭირეთ ფარის ხატულას მთავარ გვერდზე.
თუ გსურთ გაუზიაროთ მგზავრობის დეტალები მეგობარს ან ოჯახის წევრს, ისარგებლეთ ამავე ღილაკით.
რაიმე ნივთი დაგრჩათ მანქანაში? დაუკავშირდით ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ელ.ფოსტის მეშვეობით: support@indriver.com ან მოგვწერეთ აპლიკაციის ჩატში.
არ დაგავიწყდეთ მგზავრობის შეფასება. თქვენი გამოცდილების შესახებ მიღებული უკუკავშირი გვეხმარება ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებაში.
თუ მძღოლს ერთ ვარსკვლავს დაუწერთ, იგი შეკვეთების სიაში თქვენს მოთხოვნას ვეღარ დაინახავს.
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ