უსაფრთხოება ყოველი მგზავრობისას
1
4
5
6
7
3
2
მძღოლის შემოწმება
აირჩიეთ მძღოლი
უსაფრთხოების ღილაკი
გააზიარეთ მგზავრობის დეტალები
სანდო კონტაქტი
მხარდაჭერა
შეაფასეთ მძღოლი
ჩვენთან მუშაობის დაწყებამდე ვამოწმებთ ყოველი მძღოლის საბუთებს, მის ფოტოებსა და მანქანას. თუ მძღოლი ან მანქანა არ ემთხვევა აპლიკაციაში მითითებულ პროფილს, გააუქმეთ მგზავრობა და დაუკავშირდით მხარდაჭერის სამსახურს.
აპლიკაცია ავტომატურად არ შეგირჩევთ ახლოს მყოფ მძღოლს. შემოთავაზების მიღებამდე თქვენ თავად უნდა აირჩიოთ მძღოლი მისი რეიტინგის, მანქანის მოდელისა და მგზავრობის ისტორიის მიხედვით.
თუ გსურთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის სამსახურს, გამოიძახოთ პოლიცია ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დააჭირეთ მთავარ გვერდზე არსებულ ფარის ხატულას.
გაუზიარეთ მგზავრობის დეტალები მეგობრებს ან ოჯახის წევრებს. მათ ექნებათ წვდომა თქვენი მარშრუტის, მძღოლისა და მანქანის ინფორმაციის თაობაზე. ასევე, ისინი შეძლებენ მგზავრობის მიმდინარე სტატუსის ხილვას რეალურ დროში.
შეინახეთ აპლიკაციაში სანდო პირის ტელეფონის ნომერი, რათა საგანგებო სიტუაციაში მასთან სწრაფად შეძლოთ დაკავშირება. სანდო კონტაქტის დამატება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუნდაც მგზავრობისას.
თუ გსურთ შეგვატყობინოთ ინფორმაცია დარღვევის ან სადავო საკითხის შესახებ, შეგიძლიათ მიწეროთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს მისამართზე: support@indrive.com ან დაუკავშირდეთ აპლიკაციის ჩატის მეშვეობით.
არ დაგავიწყდეთ მგზავრობის შეფასება. თუ არ გსურთ ამ მძღოლთან მომავალში მგზავრობა, დაუწერეთ ერთი ვარსკვლავი და დააჭირეთ ღილაკს „აღარ აჩვენოთ“ — ამგვარად, ისინი ვეღარ ნახავენ თქვენ მიერ განთავსებულ მგზავრობის შეკვეთებს.
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ
Hello! This page contains information for your mobile application
მგზავრთა გადაყვანის ინტერნეტ აგრეგატორი „ინდრაივი“ არ გახლავთ ტაქსის სერვისი და არ არის ჩართული მომხმარებელთა შორის არსებულ ურთიერთობაში. მომხმარებლები დამოუკიდებლად ჰქმნიან, აგზავნიან და ასრულებენ თითოეულ მოთხოვნას.
© SUOL INNOVATIONS LTD, 2013-2023